|
2018-01-15 20:18:57, 2225 ნახვა
სამართალი
სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ბ.ჯ. დამნაშავედ სცნო და მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ. ბათუმში ბ.ჯ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირებისას, მოკვლის განზრახვით ზ.ჯ.-ს მჭრელი საგნით გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ჯ. სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბ.ჯ. 2017 წლის 10 ივლისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ.ჯ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)