|
2018-01-14 11:14:30, 2163 ნახვა
სამართალი
შსს-მ კახეთში ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხე-ტყის უკანონოდ გადამუშავების ფაქტზე 1969 წელს დაბადებული ი.ჩ. ამხილეს. "ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ პიტნიანში, ი.ჩ.-ს კუთვნილი საამქროდან წიფლის ჯიშის ხის 5 მორი, 1,6 კუბური მეტრი დახერხილი ხის მასალა და 2,25 კუბური მეტრი დახერხილი ფიცარი ამოიღეს. ასევე, ამოღებულია სხვადასხვა სახის 5 სახერხი დაზგა. გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით",-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)