|
2018-01-12 13:57:47, 2286 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული ჰ.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, ჰ.მ.-მ ქ. გარდაბანში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე ყოფილ მეუღლეს ნ.ბ.-ს ყელში ხელების წაჭერით და მუშტების მრავალჯერადი დარტყმით ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა. ჰ.მ.-ს ქმედებით დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. „სამართალდამცველებმა ჰ.მ. 20 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის კვეთის მცდელობისას დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ჰ.მ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)