|
2018-01-11 14:37:15, 1804 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 21 ახალი მოსამართლე შეარჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 52 ვაკანტურ ადგილზე 21 მოსამართლე უკვე გაამწესა. კანდიდატთა უმეტესობა თანამდებობაზე უვადოდ დაინიშნა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, ყველა წინასწარ არის შეთანხმებული თუ რომელი მოსამართლე რომელ ადგილზე უნდა გამწესდეს. „ძალიან ბევრმა კანდიდატმა, მათ შორის იყვნენ საკმაოდ ღირსეული ადამიანები, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი გამოცდილება მოსამართლედ მუშაობის, ვერ გადალახა ბარიერი, ვგულიხსმობ ამ შემთხვევაში იმას, რომ კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმში ვერ გადალახეს ბარიერები. ძალიან შემცირდა კონკურენცია, ეს არის პრობლემა. ერთგვარი განცდა ნამდვილად დამრჩა, ეს იყო წინასწარ შეთანხმებული, რომ კონკურენცია შემდეგ უკვე კენჭისყრაზე ყოფილიყო დაბალი“,-აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა. კენჭისყრის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. კენჭისყრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)