09:01 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-11 13:55:14, 2006 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე იან კელის შეხვდა

თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივასა და სამომავლო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს. 

თბილისის მერმა აშშ-ის ელჩს ის პრიორიტეტები გააცნო, რომელიც დედაქალაქის  მთავრობამ დედაქალაქის ეფექტური განვითარებისა და სხვადასხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად შეიმუშავა.  

„დღევანდელ შეხვედრაზე აშშ-ის ელჩს ჩვენი სამომავლო გეგმები გავაცანით, თუ რა პროექტები გვაქვს დაგეგმილი 2018 წელს. ვისაუბრეთ ასევე, პრიორიტეტებზე, რაც ტრანსპორტის განახლება-მოწესრიგებას ეხება. საცობების თვალსაზრისით, ქალაქში სერიოზული პრობლემები არსებობს და ჩვენ, უახლოეს დღეებში ვაპირებთ, წარმოვადგინოთ სტრატეგია, რომელიც წლების მიხედვით იქნება გაწერილი. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. წელს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 62 მილიონი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

იან კელის თქმით, დასაფასებელია ის ძალისხმევა და აქტიურობა, რომელსაც დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობა თბილისის კულტურული და ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართავს.

აშშ-ის ელჩმა თბილისის მერს პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა.

„მოხარული ვარ, რომ თბილისის მერს შევხვდი. მისგან მოვისმინე, თუ რა მიაჩნია ქალაქის განვითარების პრიორიტეტებად. თბილისი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ დედაქალაქია, არამედ იმიტომაც, რომ ის ქვეყნის ეკონომიკის ბირთვია. ძალიან სასიხარულოა, რომ მერი აპირებს, ძალისხმევის დიდი ნაწილი ქალაქში ცხოვრების დონის ამაღლებისკენ მიმართოს. ეს შეეხება ყველა მოქალაქეს და რა თქმა უნდა, ჩვენც - საელჩოს, რადგანაც თბილისის ნაწილი ვართ“, - აღნიშნა საქართველოში აშშ-ის ელჩმა.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

(NS) 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics