|
2018-01-11 13:35:04, 1796 ნახვა
სამართალი
ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული ზურაბ იდოიძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. სასამართლომ იდოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. როგორც ადვოკატმა დავით მოდებაძემ აღნიშნა, დაცვის მხარე იდოიძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს. "დღეს იქნება სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. რა თქმა უნდა ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე მოვითხოვთ აღკვეთი ღონისძიების გარეშე იდოიძის დატოვებას", - განაცხადა მოდებაძემ. ცნობისთვის, ზურაბ იდოიძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსაურში ბრალდება გუშინ წაუყენეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)