|
2018-01-11 12:44:05, 1878 ნახვა
სამართალი
ადვოკატი მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს
მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, მანამდე საქმე ეხებოდა თემირლან მაჩალიკაშვილისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭებას, თუმცა ახლა მდგომარეობა შეიცვალა. ამასთან, ადვოკატი ვარაუდობს, რომ "სუს-მა პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საქმეში ხელყუმბარის არსებობის შესახებ განაცხადა". "ჩვენი განცხადების შინაარსი იყო, რომ უშუალოდ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის მიენიჭებინათ დაზარალებულის სტატუსი. თუმცა ახლა მოგვიწევს განცხადების შეცვლა და ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნა. გამოძიება დაწყებულია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. საქმე აუცილებლად უნდა გადაკვალიფიცირდეს. ამას არ სჭრიდება დიდი ფიქრი, მათ სჭირდებოდათ პრობლემების თავიდან არიდება, ამიტომ თავისუფლად ჩადეს ხელყუმბარა საქმეში", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. თემირლან მაჩალიკაშვილს პანკისის ხეობის, სოფელ დუისში დღეს, დღის მეორე ნახევარში დაკრძალავენ. ის გუშინ წმინდა მიქეილ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით მაჩალიკაშვილის ცხედარს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 საათის განმავლობაში ექსპერტიზა უტარდებოდა. გუშინვე, 19 წლის ახალგაზრდა პანკისში, საკუთარ სახლში გადაასვენეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)