|
2018-01-05 18:33:15, 3063 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: თბილისში გამოტანილი განაჩენის საფუძველზე სააკაშვილის ექსტრადირება უკანონო იქნება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინელი ადვოკატის, რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, თბილისის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საფუძველს არ იძლევა. ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს. "ვთვლით, რომ ყველა საქმე, რომელსაც ქართულ სასამართლოში განიხილავენ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, პოლიტიკური მოტივით არის აღძრული. ეს არის პოლიტიკური დევნა. ნებისმიერი მოქმედება ექსტრადირებასთან დაკავშირებით, იქნება უკანონო. სააკაშვილის საკმარისი სამართლებრივი სტატუსი გააჩნია, რომ უკრაინის ხელისუფლებამ მისი დეპორტაცია არ განახორციელოს. პირველ რიგში, ის უკრაინის სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. მეორე - მიმდინარეობს წინასასამართლო გამოძიება, სადაც ის პროცესუალურ მხარეს წარმოადგენს", - განაცხადა ადვოკატმა. მანვე დასძინა, რომ პირის, რომელიც უკრაინის მოქალაქე იყო და რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, ექსტრადირება შეუძლებელია. "ეს არის საერთაშორისო კონვენციით დადგენილი წელი, რომლის რატიფიცირებაც უკრაინამ მოახდინა. გარდა ამისა, ამაზეა საუბარი უცხოელის სტატუსის შესახებ კანონში", - განაცხადა ჩერნოლუცკიმ. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს გირგვლიანის საქმეზე 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)