|
2018-01-05 18:18:29, 2908 ნახვა
სამართალი
პროკურორი: შეწყალების უფლება აპრიორი არ ნიშნავს, რომ ის გამოყენებული უნდა იქნას ვინმეს მიერ, როგორც მას მოესურვება
პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა განმარტავს, რომ რომ არც კონსტიტუციით და არც სხვა კანონით შეწყალების აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება არ არსებობს. როგორც პროკურორმა „იმედის“ ეთერში განაცხადა, პატიმრის შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, თუმცა ეს უფლება კეთილსინდისიერად უნდა იქნას გამოყენებული: „ამკრძალავი და იმპერატიული მოთხოვნის დამდგენი ნორმა არის მაგალითად ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. შეწყალების უფლება ექსკლუზიური უფლებაა პრეზიდენტის და მხოლოდ პრეზიდენტს აქვს უფლება,ამგვარი უფლებამოსილება განახორციელოს, მაგრამ გავმიჯნოთ, რა არის უფლებამოსილება და რას ედავებოდა პროკურატურა საქართველოს ექს პრეზიდენტს.უფლება შეწყალების აპრიორი არ ნიშნავს, რომ ეს უფლება გამოყენებული უნდა იქნას ვინმეს მიმართ, მიერ როგორც მას მოესურვება. ამ უფლების გამოყენება უნდა მოხდეს კეთილსინდისიერად, არა ანგარებით, არა სხვისთვის უპირატესობით, ან საკუთარი თავისთვის გამორჩენის მიღებისთვის,არა პოლიტიკური ნიანსებისთვის, არა დამნაშავისთვის ხელის დაფარებისთვის, არა დანაშაულის გხსნისთვის ხელის შეშლისთვის. ეს კომპლექსი ერთობლივად იქნა განხორციელებული ამ შეწყალებით“,-განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა. საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ დევნის საფუძვლად გამოიყენა შეწყალების უფლების შესახებ კონსტიტუციური მუხლი“. მარგველაშვილის თქმით, შეწყალების მუხლის უფლების გამოყენების შემდეგ პროკურატურის მიერ პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტიტუციური უფლების არასწორი ინტერპრეტაციისა და ამ თვალსაზრისით კონსტიტუციური ბალანსისთვის პრობლემების შექმნის მცდელობაა. საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დამნაშავედ სცნო და მას ამნისტიით, საბოლოო ჯამში 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლემ სააკაშვილის მიმართ განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანა, რადგან მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურამ უკრაინულ მხარეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობით რამდენჯერმე მიმართა. მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედებოდა ბრალად.
რუმინეთის პატრიარქი დანიელი - გისურვებთ თქვენს უნეტარესობას მრავალ კურთხეულ წელს საქართველოს მართლმადიდებელი ხალხის სამსახურში
ალბანეთის წინამძღვარი - ილია II-ის ტახტზე ასვლა, თქვენს უნეტარესობას წმინდა და მძიმე მემკვიდრეობას ანდობს
აშშ-ის საელჩო: ვულოცავთ შიო III-ს პატრიარქად არჩევას, ისტორიული მოვლენაა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პატრიარქის პირველი არჩევაა
CNN: ტრამპი იმედგაცრუებულია ირანთან მოლაპარაკებებით და ომის განახლებისთვის ემზადება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)