|
2018-01-05 16:27:54, 2379 ნახვა
საზოგადოება
კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ინტერნეტის ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია შპს „მაგთიკომის" მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომისია მიიჩნევს, რომ შპს „მაგთიკომის" მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება. მათივე შეფასებით, ამ ეტაპზე აღნიშნული ქმედების წინაპირობა არ არსებობდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიზეზის გათვალისწინებით: „მათ შორის: 2018 წლიდან შპს „კავკასუს ონლაინმა" შპს „მაგთიკომს" საბითუმო ინტერნეტის მომსახურებაზე ტარიფი გაუნახევრა; საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკანასკნელი წლების განმავლობაში, მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო 2018 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, მიღებულ იქნა ისეთი გადაწყვეტილებები, რომლის მიხედვითაც მობილურ სატელეკომუნიკაციო კომპანიებს ხარჯები მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული ღონისძიებები მიზნად ისახავდა აბონენტებისთვის ინტერნეტ მომსახურებაზე ხელსაყრელი პირობების შექმნას როგორც სატარიფო, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით. კომისიის ვარაუდით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შპს „მაგთიკომის" მხრიდან სუბსიდირების განზრახულობას. კერძოდ, აღნიშნულ მომსახურებაზე ტარიფების გაძვირებით, შესაძლოა შპს „მაგთიკომმა" დააფინანსოს (ან უკვე აფინანსებდეს) მის მიერ თვითღირებულებაზე უფრო დაბალი ფასით მომხმარებლებისთვის შეთავაზებული სხვადასხვა მომსახურებები. აღნიშნულ საკითხში სრულყოფილად გარკვევის მიზნით, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მობილური ოპერატორის მიერ ტარიფების გაძვირების მიზეზებს შეისწავლის და, საჭიროების შემთხვევაში, „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სპეციფიკური ვალდებულებების გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას“,-ნათქვამია კომისიის განცხადებაში. შეგახსენებთ, „მაგთიკომი“ მობილური ინტერნეტის პაკეტებს მნიშვნელოვნად აძვირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს კომპანიამ განმარტებაც გააკეთა.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)