00:08 - 22 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-04 15:03:00, 1971 ნახვა

სამართალი
მეზობლები ორთაჭალაში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საუბრობენ

ორთაჭალაში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მეზობლების განცხადებით, მას ღამით უცნობმა პირებმა მიაკითხეს და გარეთ გაიყვანეს.

მეზობლების თქმით, გასროლის ხმა, მამაკაცის გარეთ გასვლის შემდეგ გაისმა.

”წყნარი ბიჭია, კარგი ოჯახის შვილი, ძალიან გაკვირვებული ვართ, როგორ მოხდა ეს. გაიყვანეს სახლიდან, ვიღაცამ დაუძახა და შემდეგ ეს ამბავი მოხდა. მიზეზი არაფერი ვიცით. ოპერაცია გაუკეთდა, რეანიმაციაში იმყოფება, ფილტვი აქვს დაზიანებული. ერთი გასროლა არ იყო, თან ჩვეულებრივ გასროლას არ ჰგავდა, ავტომატის ხმასავით იყო”, - განაცხადა დაჭრილის ერთ-ერთმა მეზობელმა.

მეზობლები აცხადებენ, რომ ადგილზე კრიმინალისტები დღეს დილით მივიდნენ და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყეს.

"შემოღობილი იყო ტერიტორია და არავის არ უშვებდნენ. მოხაზული იყო პერიმეტრი", - აცხადებს მეზობელი.

შეგახსენებთ, რომ ორთაჭალაში, ბერძნის ქუჩაზე სროლის შედეგად მამაკაცი დაიჭრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზნრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics