|
2017-12-29 13:20:47, 3205 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ გოგელია: ზვიად რატიანზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტი ბორდისთვის მიუღებელია
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული სიუჟეტი მიუღებელია. მისივე შეფასებით, დაირღვა სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს. ამავე დროს, გოგელია ამბობს, რომ არამართებული შინაარსის პროდუქტი ყველა ტელევიზიამ შეიძლება გაუშვას და ასეთ შემთხვევაზე მაუწყებელს შეუძლია, რეაგირება მოახდინოს: „ჩვენთვის მიუღებელი იყო ეს სიუჟეტი. ვთვლით, რომ აქ ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა მუშაობდეს, დაირღვა. მაგრამ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის მხოლოდ ბორდის, ან მენეჯმენტის მაუწყებელი, არამართებული შინაარსის პროდუქტის გაშვებაზე (ასეთი ყველა მაუწყებელს შეიძლება მოუვიდეს, ნებისმიერ ქვეყანაში) შესაძლებელია, რომ მაუწყებელში სპეციალურმა ინსტიტუტებმა იმსჯელოს, გააკეთოს რეაგირება და მიიღოს გადაწყვეტილება“,-ამბობს გოგელია. შეგახსენებთ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლოში შსს-ს მიერ წარდგენილი კადრები გამოითხოვა და გაასაჯაროვა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ პოეტ ზვიად რატიანის ვიდეოს გამოქვეყნებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპების-სიზუსტის და პირადი ცხოვრების ხელყოფის დარღვევა დაადგინა.
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)