23:23 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-28 14:19:34, 1918 ნახვა

სამართალი
სასამართლომ სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მისი ადვოკატი ირაკლი ბენია აღკვეთის ღონისძიების სახით 10-ათასლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ჟურნალისტის კითხვას - იცნობდა თუ არა გორნაკაშვილი ახმედ ჩატაევს, ადვოკატმა არ უპასუხა.

რაც შეეხება სპეცოპერაციის დროს დაკავებულ სხვა პირებს, ადვოკატის განცხადებით, გორნაკაშვილი მათგან ზოგიერთ იცნობდა, ზოგიერთს კი, არა. თუმცა კონკრეტულ სახელებს და გვარებს არ ასახელებს.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში კიდევ სამი დაკავებულის: რუსლან ალადამოვის, რამაზ მარგოშვილის და ბადურ ჩოფანაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

შეგახსენებთ, 25 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში - დუისსა და ომალოში საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი პირი თავის არეში დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტეს, რომ იგი ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანას ცდილობდა და სამართალდამცველმა სწორედ აღნიშნულის გამო მოახდინა მის მიმართ გასროლა.

სუს-ის იფნორმაციით, დაკავებულები დაკავშირებული არიან 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად განეიტრალებული დაჯგუფების წევრებთან და მათ ხელშემწყობ პირებს წარმოადგენენ. უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics