|
2017-12-27 19:49:22, 2498 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის კომიტეტმა ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს პირველი მოსმენით პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონპროექტს და მასთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილებებს პირველი მოსმენით, 5 ხმით, შემოთავაზებული პრინციპების გათვალისწინებით დაუჭირა მხარი. კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, ეს პრინციპებია-ბრძოლა ნარკოტიკების გაყიდვა- გასაღების მიმართ, ნარკომომხმარებელი არ უნდა დაისაჯოს სისხლისამრთლებრივი სასჯელების მიხედვით, არ იგულისხმება ნარკოტიკების ლეგალიზაცია. საბოლოოდ იურიდიული-წამყვანი კომიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელიც პლენარულ სხდომაზე უნდა გავიდეს. სხდომას სასულიერო პირებიც ესწრებოდნენ. მათ გააჟღერეს თხოვნა, რომ ნაჩქარევად არ მოხდეს კანონპროექტის განხილვა: "ეს არის პატრიარქის თხოვნა, მოგვეცით საშუალება, განვიხილოთ, რას ვუყრით კენჭს, დაწერილი წავიკითხოთ, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რას ვუყრით კენჭს.ნაჩქარევად არ მივიღოთ",-აღნიშნა სასულიერო პირმა. სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო, დაახლოებით 2 საათის დაგვიანებით დაიწყო . საქმე იმაშია, რომ კომიტეტის 7 წევრი ცვლილებებს ეწინააღმდეგება და კომიტეტის მუშაობაშიც არ მიიღეს მონაწილეობა. ეს დეპუტატები არიან: მირიან წიკლაური, ილია ნაკაშიძე, კობა ნაკაიძე, ლევან ბეჟანიძე, დიმიტრი მხეიძე და კობა ნარჩემაშვილი. კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით, ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენების და მცირე ოდენობით ფლობის კრიმინალური პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში. კანონპროექტების ავტორი საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა, ცვლილების ინიციატორები აკაკი ზოიძე, ლევან კობერიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინე ფრუიძე და სოფიო ქაცარავა არიან.
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)