|
2017-12-26 15:14:42, 1796 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლი“ „ეკოს“ მომხმარებლების და კორპორაციული პარტნიორების სახელზე, ბორჯომში ნაძვის ხეებს დარგავს
„ვისოლი“ საახალწლო აქციის ფარგლებში 26 დეკემბერს „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურზე მოსული ყოველი მომხმარებლის და კომპანიის კორპორაციული პარტნიორების სახელზე ბორჯომის ტყე-პარკში ნაძვის ხეებს დარგავს და ტრადიციული საახალწლო კორპორაციული საჩუქრებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 2008 წელს განადგურებული და ახლახანს ხელახლა გადამწვარი უნიკალური ტყის აღდგენას მოახმარს. „„ვისოლის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ჩვენ გადავწყვიტეთ ტრადიციული კორპორაციული საახალწლო საჩუქრის ნაცვლად, რომელიც ყოველთვის პრაქტიკული და ყველაზე საჭირო ნივთებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. წვლილი შევიტანოთ ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში, რადგან ახლა, ჩვენი აზრით, ყველაზე საჭირო ერთიანი ძალისხმევაა უნიკალური რეკრეაციული ზონის ხელახლა შესაქმნელად. ჩვენ ერთხელ უკვე ჩავერთეთ აქციაში „აღადგინე“ და პროექტის ავტორებთან თანამშრომლობით განვახორციელებთ საახალწლო აქციასაც. „ვისოლის“ კორპორაციული პარტნიორების გარდა, გვსურს ამ ინიციატივაში „ეკოს“ ავტოგასამართ სადგურის მომხმარებლებიც ჩავრთოთ, რადგან, ვფიქრობთ, ეკოლოგიაზე ზრუნვა მათთან საერთო ღირებულებაა“, - აცხადებს „ვისოლის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა. „ვისოლის“ გარემოსდაცვითი აქტივობები უახლესი ევროპული სტანდარტის - ევრო 6-ის საწვავის რეალიზაციის გარდა, 2007 წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ეკოლოგიურად უსაფრთხო შეკუმშული გაზის შეთავაზებას, საწვავის ტრანსპორტირების, ნავთობტერმინალში განთავსების, დაღვრის და აორთქლების საწინააღმდეგო უახლესი ტექნოლოგიების დანერგვას, ელექტრომობილების დამტენი სადგურების ქსელის განვითარებას და გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიებს მოიცავს.
(R)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)