01:49 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-26 15:10:41, 1923 ნახვა

საზოგადოება
აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალურ ტექნიკას შეიძენენ

2018 წლის აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს შპს “მექანიზატორი“ უახლოეს მომავალში 130 მაღალი გამავლობის (70 მაღალი გამავლობის ავტომობილი თერმული ნისლის აგრეგატით, 50 მცირემოცულობიანი შემასხურებელი  ტექნიკა) ტექნიკის  შეძენას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო 20 მლნ ლარს დახარჯავს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს “მექანიზატორი“ სპეციალიზირებული კლასის (პიკაპი) ავტომობილების შეძენისათვის ბაზრის კვლევის შემდგომი შეხვედრას გამართავს, სადაც  საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლებს იწვევს.

დეტალური ინფორმაცია ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით შესყიდვების სააგენტოს შემდეგ ბმულებზეა განთავსებული: http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori-(1).aspx, http://procurement.gov.ge/Market-research/meqanizatori.aspx

შეხვედრა, შესყიდვაში მონაწილეობის მიღების მსურველთათვის 27 დეკემბერს 18:00 საათზე შპს მექანიზატორის ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

თბილისი, 0159, სანდრო ახმეტელის 10ა, კინოსტუდიის შენობა 3 სართული.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics