08:45 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-25 15:34:20, 1992 ნახვა

კომენტარი
პრემიერი ილია მეორეს: თქვენი პატრიარქობა ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია

თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით, არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სვეტიცხოველში, სადაც საზეიმო ლიტურგია ჩატარდა.

პრემიერმა პატრიარქს აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა:

„თქვენო უწმინდესობავ, 40 წლის იუბილე, ჩვენთვის უდიდესი დღესასწაულია. მინდა მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა, სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით, არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მინდა გისურვოთ დღეგრძელობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. თქვენი პატრიარქობის პერიოდში აღორძინდა, განახლდა და აშენდა უამრავი ტაძარი. აღდგა სამონასტრო ცხოვრება და ეს არის, პირადად თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენი თითოეული ქადაგება, თქვენი შეგონება ჩვენს ერს კელაპტრად უნთია და თქვენ თქვენი პირადი მაგალითით, ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს და მაგალითს სათნოების, მიმტევებლობის. ეს ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელია. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დღეგრძელობა და ჯანმრთელობა ჩვენი ერის, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერისა“, - მიმართა კვირიკაშვილმა პატრიარქს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
1988 წლიდან პირველად დემოკრატმა ჯეიმს ტალარიკომ ტეხასში გაიმარჯვა
დემოკრატებმა კანზასის შტატის სენატის არჩევნებში პირველად 94 წლის შემდეგ გაიმარჯვეს
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics