|
2017-12-25 12:13:54, 1865 ნახვა
სამართალი
ფინანსთა სამინისტრო: ყველა მოხელის მიმართ, ვინც ბოროტად გამოიყენებს უფლებამოსილებას, მიიღება უმკაცრესი ზომები
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ამხილეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდებათ. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული: „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სამი თანამშრომელი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გამოვლენილ კანონდარღვევის ფაქტზე არ მოახდინეს რეაგირება, რითაც ზიანი მიადგა სახელმწიფო ბიუჯეტს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ დაუშვებს სამინისტროს სისტემაში დანაშაულის არცერთ ფაქტს და ყველა მოხელის მიმართ, ვინც ჩაიდენს არაკანონიერ ქმედებას, ბოროტად გამოიყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მიიღება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები. კანონის უზენაესობა, მკაცრი და ამავე დროს, სამართლიანი საგადასახადო ადმინისტრირება, გადამხდელზე ორიენტირებული მომსახურების სისტემის გაძლიერება -ესაა ის პრინციპები, რომელსაც ღირსეულად ემსახურება ფინანსთა სამინისტროს თითოეული თანამშრომელი. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია სამინისტროს სისტემაში დანაშაულის ნებისმიერი ფაქტი. ფინანსთა სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ იქნება შეურიგებელი და უკომპრომისო თითოეული მსგავსი ფაქტის მიმართ და მას მოჰყვება მკაცრი რეაგირება სამინისტროს ხელმძღვანელობის მხრიდან. დადგენილი პროცედურების თანახმად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ბრალდებულებს შეუწყდებათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება.
(NS)
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ზურაბიშვილმა ახალ პატრიარქს მოუწოდა, შეიწყალოს ყველა სინდისის პატიმარი
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)