|
2017-12-23 10:45:20, 1961 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიშით წარსდგა
„ჩვენი მიზანია სამხედრო განათლების, სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, საერთაშორისო პროექტების, განსაკუთრებით SNGP-სა და GDRP-ის სინქრონიზებით, საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილებით, ეროვნული თავდაცვითი რესურსების მობილიზებით, ადეკვატური დაფინანსებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებით, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება, ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა“ - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ წარუდგინა. თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემები უწყებაში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები იყო. თავდაცვის მინისტრის მოხსენების მიხედვით, 2018 წლის მთავარ გეგმებს შორისაა ანტისატანკო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საჰაერო შესაძლებლობების გაზრდა, აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება. რაც შეეხება 2017 წელს, ლევან იზორიამ მთავარ მიღწევად თავდაცვის ბიუჯეტის ადეკვატურად გადანაწილება და დაბალანსება, რომლის 18 პროცენტიც აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე დაიხარჯება, საქართველოში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მასშტაბების მზარდი დინამიკა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები და საერთაშორისო ღონისძიებები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივები, ასევე ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავება და რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გამოყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს. თავდაცვის მინისტრის მოხსენება, ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული მიმართულებები, ეროვნული თავდაცვის გეგმა, განახლებული წვევამდელთა სისტემა, ასევე სოციალური მიმართულება.
(NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)