|
2017-12-22 16:41:39, 1843 ნახვა
საზოგადოება
შიდა ქართლში ფერმერებისთვის სწავლებები გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი რეგიონის სოფლის მეურნეობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით ფერმერებისთვის სიახლეების, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებას, თემატური სწავლებების ჩატარებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე, მოადგილე სიმონ გულედანი და ფერმერები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ სახელმწიფოს მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას. „ყველა ის პროგრამა რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხორციელდება გაფართოვდება და მასშტაბური გახდება, რაც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იზრუნებს ადგილობრივი ფერმერების ცოდნის ამაღლებაზე და მიაწვდის ინფორმაციას იმ სიახლეებზე, რომლებიც აგრარულ სფეროში ხორციელდება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს მარცვლელული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავადებეთან ბრძოლის მეთოდებზე, სათესლე და სარგავი მასალი სეტიფიცირებაზე, ინსპექტირებასა და კანონმდებლობაზე, რეგიონში მეცხოველობის განვითარებაზე, მეხილეობაზე და დარგში არსებულ პრობლემებზე სწავლებები ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ კი ადგილობრივებს შიდა ქართლში მეღვინეობის პოტენციალი გააცნო. ღონისძიების ფარგლებში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა. (NS)
War Zone: ტაივანმა აშშ-სგან პირველი ორი F-16C Block 70 გამანადგურებელი მიიღო
Bloomberg: აშშ ტაივანის მახლობლად მდებარე კუნძულზე ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემას განათავსებს
რუსეთის ირკუტსკისრეგიონში ჭირის ინფექციის გამო საავადმყოფოში თითქმის 200 ადამიანია მოთავსებული
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)