22:00 - 21 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-22 01:06:11, 2239 ნახვა

სამართალი
„იბერიაში“ მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე, გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში, მომხდარი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ უწყების განცხადებაშია აღნიშნული:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბჭოს წევრს, ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „იბერიის“ პირდაპირ ეთერში, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭო წევრ ეკა წამალაშვილს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა წყალი შეასხა, შემდეგ კი ჭიქა ესროლა. გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის შემდეგ, ტელევიზიის შენობასთან წამალაშვილს ფიზიკურად ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია დაუპირისპირდა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პენიტენციური: პატიმარ გიორგი დავითაძეზე ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა
ხაშურობისთვის მერიამ ზაზა ნოზაძე გარეპავს- ბიუჯეტიდან კონცერტის ორგანიზატორს 93 000 ლარს გადაუხდიან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics