|
2017-12-21 14:56:00, 1783 ნახვა
კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა შინგან საქმეთა ახალ მინისტრს, გიორგი გახარიას სამინისტროს განვითარების გეგმის განხორციელებაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა: „გიორგი გახარიას აქვს სრული მხარდაჭერა მინისტრთა კაბინეტის და როგორც გუშინ გამოჩნდა, ასევე, საპარლამენტო დეპუტაციის. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქაც, რომ ჩვენ კონსოლიდირებულად გადავდგათ ის ნაბიჯები, რომელიც დანაშაულთან ბრძოლაში ხელშესახებ შედეგს მოგვიტანს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. რა თქმა უნდა, არის გამოწვევები, ხშირ შემთხვევაში, ჩვენც არ ვართ კმაყოფილი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დანაშაულთან ბრძოლა არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაში გვაქვს ძალიან ხელშესახები წარმატებები, მაგრამ ჩვენ არ გვაკმაყოფილებს მოზარდებში ძალადობის მაჩვენებელი და დანაშაულის მაჩვენებელი. აქ ჩვენ, აუცილებლად, მთელმა საზოგადოებამ, ხელისუფლებამ, პარლამენტმა უნდა გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები, რომ მივიღოთ ხელშესახები შედეგები“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)