|
2017-12-21 14:31:53, 1762 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან საგანგაშოა
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული ფორმატები უნდა გააქტიურონ და შემოიტანონ ის ინსტრუმენტები, რომელიც საშუალებას მისცემთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ინტერესები დაიცვან და უფრო მეტი ინსტრუმენტები დანერგონ. „რათა მივიღოთ მეტი ჩართულობა და გადავდგათ ნაბიჯები, რომ აღვადგინოთ დაკარგული ნდობა. ეს არ არის მარტივი,ეს შეიცავს რთულ ნაბიჯებს, ხშირად ეს ნაბიჯები შეიძლება არ იყოს პოპულარული, მოწონებული, მაგრამ დიალოგით ჩვენ უნდა შევძლოთ, რომ მივიღოთ კონსესუსი, რათა გადავდგათ ნაბიჯები და ჩამოვყალიბდეთ, რა ტიპის ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ და სად და რა მოდელით მოვძებნოთ ერთობა, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით, რომ მივცეთ საშუალება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომ მათი ინტერესებიც დაკმაყოფილდეს“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ ქეთევან ციხელაშვილი პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც საშუალებას მისცემთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთან ნდობის აღდგენის პროცესი დაიწყონ: „უახლოეს დღეებში ქეთევან ციხელაშვილი წარმოდგება ძალიან სერიოზული პაკეტით, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, იყო კონსულტაციები საპარლამენტო გუნდთანაც და დიდი იმედი გვაქვს, თქვენთან ერთად ჩამოვყალიბდებით იმ პაკეტზე ჩვენი ნაბიჯების, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავიწყოთ ნდობის აღდგენის პროცესი, გავააქტიუროთ ეკონომიკური მიმოქცევა და პარლალეურად ამისა, ვდგამთ ნაბიჯებს საერთაშორისო მასშტაბით. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის ძალიან საგანგაშო, არის საგანგაშო, რა თქმა უნდა, ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის კუთხითაც, მაგრამ არის საგანგაშო ნამდვილად თვითონ აფხაზეთისთვის და აფხაზებისათვის, მათი თვითმაყოფადობის შენარჩუნების კუთხით და ოსებისთვისაც და მილიტარიზაცია ამ რეგიონში მიდის შეუქცევად.ეს არის ყველაზე დიდი იარა საქართველოს სხეულზე და ერთად ამ იარას აუცილებლად ვუმკურნალებთ“,-განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)