|
2017-12-20 20:49:13, 2007 ნახვა
კომენტარი
იუსტიციის სამინისტრო: ხათუნა გოგორიშვილი ცრუობს
„ხათუნა გოგორიშვილის განცხადება, რომ იუსტიციის სამინისტრომ უარი უთხრა მას ინფორმაციის გაცემაზე, სიცრუეა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყების ცნობით, ხათუნა გოგორიშვილმა 2017 წლის 25 აპრილს მიმართა იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა ინფორმაცია ცენტრალური აპარატისა და სსიპ-ების თანამდებობის პირების 2016 წლის შრომის ანაზღაურების რაოდენობის თაობაზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ 30 მაისს დეპუტატს გაეგზავნა საპასუხო წერილი დანართი დოკუმენტებით, რომლებშიც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია სსიპ-ების ხელმძღვანელების შრომის ანაზღაურებაზე. „რაც შეეხება სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების საკითხს, წერილში აღნიშნული იყო, რომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელთა, მათ შორის, თანამდებობის პირთა, შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე. წერილში მითითებული იყო ელექტრონული მისამართი სამინისტროს საიტიდან, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს ინფორმაცია http://justice.gov.ge/Ministry/Index/469. იუსტიციის სამინისტრო მითითებულ ელექტრონულ მისამართზე პროაქტიულად აქვეყნებს ინფორმაციას არა მარტო თანამშრომლების შრომით ანაზღაურების თაობაზე, არამედ − სახელმწიფო შესყიდვების, ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების, მივლინების, საკომუნიკაციო, საწვავის და სხვა ხარჯების შესახებ. ხათუნა გოგორიშვილმა უმცირესობის ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ არ მისცა ინფორმაცია სამინისტროს თანამდებობის პირთა და სსიპ-ების ხელმძღვანელების 2016 წლის შრომის ანაზღაურების შესახებ“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროში.
(NS)
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)