|
2017-12-20 15:10:13, 1629 ნახვა
კომენტარი
ბოკერია წულუკიანს: საზოგადოებას გაუმხილეთ, ვინ იყო ჩატაევის გათავისუფლების მომხრე
„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს შეახსენა რამდენიმე წლის წინ მის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც ამბობდა, რომ ჩატაევი არ უნდა გათავისუფლებულიყო. ბოკერიამ წულუკიანს სთხოვა, გაემხილა, ვინ გადაწონა მისი პოლიტიკური ფიგურა და ხელი შეუწყო ჩატაევის გათავისუფლებას. ბოკერიამ წულუკიანი გააფრთხილა, რომ არჩილ კბილაშვილის, მაშინდელი მთავარი პროკურორის გვარი არ ეხსენებინა: „ სადღაც 5 წლის წინ, ქალბატონო თეა, თქვენ გააკეთეთ განცხადება, რომ ამ შეიარაღებული ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ბატონი ჩატაევი, რომელიც მაშინ იყო დაკავებული, გათავისუფლდა თქვენი პოზიციის საწინააღმდეგოდ. თქვენ გქონდატ პოზიცია, რომ არ უნდა გათავისუფლებულიყო ის, მაგრამ ის მაინც გათავისუფლდა. ამ მოვლენების ფონზე, იქნებ საზოგადოებას გაუმხილოთ, ვინ იყო მომხრე? ვინ გადაწონა თქვენი პოლიტიკური ფიგურა და რა არგუმენტებით. ოღონდ წინასწარ გაფრთხილებთ, არჩილ კბილაშვილის გვარი არ ახსნოთ. თქვენ მაშინ გენერალური პროკურორი იყავით და სრული საფუძველი გქონდატ, ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება შეგეცვალათ“,-მიმართა წულუკიანს გიგა ბოკერიამ. გიგა ბოკერიას იუსტიციის მინისტრმა ასე უპასუხა: „პროკურატურის ხელმძღვანელი კბილაშვილი კი იყო, მაგრამ გაფრთხილებო მეუბნება გიგა ბკერია ეს არავითარ შემთხვევაში არ ახსენო და თქვი, რომ შენ იყავი პროკურორიც და მოსამართლეცო, რა გჭირთ? გავემიჯნეთო იძახით, მაგრამ იზრდებით მენტალურად ისევ ადეიშვილის ჩრდილში და იმ იდეოლოგიის ქვეშ ხართ. მე მზად ვარ, თქვენ დაგეხმაროთ აწყმოს უკეთ გაგებაში. კერძოდ, დიახ, იმ დროს პროკურატურამ სასამართლო დარბაზში დააყენა შუამდგომლობა, ჯერ იყო გირაო თუარ მეშლება, შემდეგ უკვე ბრალის შესახებ შუამდგომლობა. პროკურატურამ და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ თქვენი გაფრთხილების მიუხედავად ( ბოკერიას მიმართავს) ვახსენებ, რომ მაშინ ბატონი კბილაშვილი იყო მთავარი პროკურორი.თქვენთვის წარმოუდგენელია, რომ იუსტიციის მინისტრი არ ერეოდეს პროკურატურის საქმიანობაში. ამიტომაც ხართ ჩარჩენილი წარსულში და დიახ, ჩვენ გვქონდა- გენ პროკურორს და მთავარ პროკურორს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ სასამართლო დარბაზში გამოდიოდა პროკურორი, რომელმაც მთავარი პროკურორის პოზიცია გააჟღერა. ბატონო გიგა, ნუ ღელავთ, მე მესმის, რომ თქვენ ძალიან გწყინთ, იუსტიციის მინისტრი იყო ჩატაევის ციხიდან გამოსვლის წინააღმდეგი იმიტომ, რომ ეს თქვენთვის პოლიტიკურად წამგებიანია. გაიგეთ ის, რასაც ვამბობ. თუ არ გაიგებთ, დარჩებით წარსულში“,-მიმართა ბოკერიას თეა წულუკიანმა. მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში ნდობის გამოსაცხადებლად იმყოფება.
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია
ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების შედეგები 48 საათში გახდება ცნობილი
კრისტოფერ ნოლანმა ვირუსულ ინტერვიუში მწვავედ უპასუხა ფილმ Odyssey-ს კრიტიკოსებს
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)