|
2017-12-20 12:17:48, 1712 ნახვა
კომენტარი
ჩხენკელი: ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ ჩხენკელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სკოლებში ბულინგთან და ყველა სახის ძალადობასთან შეურიგებელი ბრძოლა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით, დარგის სპეციალისტებთან და კვალიფიციურ ფსიქოლოგებთან ერთად, ფართომასშტაბიანი კამპანია უკვე დაწყებულია. მინისტრის განცხადებით, ფსიქოლოგები სკოლებში აქტიურად მუშაობენ თუმცა, სისტემაში ფსიქოლოგიური სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდება. ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი იქნება გამოცდილი და გულისხმიერი სპეციალისტების დახმარება, რადგან სამინისტროს მიზანია, არა მხოლოდ ძალადობის გამოვლინებაზე რეაგირება, არამედ, პირველ რიგში, მისი პრევენცია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ძალადობისა და ბულინგის აღსაკვეთად უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების სათანადო ინფორმირება. შესაბამისად, საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მათ ამომწურავი განმარტებები და რეკომენდაციები მიეწოდებათ. მინისტრი მიიჩნევს, რომ პრობლემების ცხადად დასანახად და მათ გადასაჭრელად აუცილებელია ბავშვების ჩართულობა და მათთან უწყვეტი დიალოგი. ამიტომ, უკვე დაწყებულია მოსწავლეებთან შეხვედრების ციკლი „მოვუსმინოთ მოსწავლეებს“. მიხეილ ჩხენკელი მიიჩნევს, ძალადობისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომ სახელმწიფო და ოჯახი გვერდიგვერდ უნდა იდგნენ, რადგან მოზარდებისთვის სკოლაში თუ სკოლის მიღმა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნაზე ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ.
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)