|
2017-12-18 19:44:33, 1913 ნახვა
კომენტარი
ჩიხრაძე: ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას
საქართველოს პრეზიდენტი კერძო მაუწყებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა მათგან დამატებითი არგუმენტები მოისმინა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო და რომელსაც კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ: ვასილ მაღლაფერიძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი, პაატა ქურდაძე, ნოდარ ჭიჭინაძე, ელენე მიხაილოვა, ირაკლი აბსანძე, გიორგი გვიმრაძე, თეო მაზმიშვილი. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას. "ჩვენ ამას ფუნდამენტურ საკითხად განვიხილავთ, რადგან ეს ორი ღირებულება, ორივე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ქართული დემოკრატიისათვის. ურთიერთობისა და თანამშრომლობის პირობებში ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა უფრო ეფექტურად შეიძლებოდა და ბევრი საკითხი ამ დროისათვის არა პრობლემური, არამედ მოგვარებული ყოფილიყო - მაგრამ შესაძლოა, კიდევ არსებობდეს ამის რესურსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს იმ მიმართულებით, რომელიც გარკვეულ რესურსებზე წვდომას უკავშირდება და რაც წარმოშობს კონფლიქტს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დანარჩენ მაუწყებლებს შორის", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პარლამენტში წინ არის კიდევ მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და ამ ეტაპისათვის ვეტოზე საუბარი ნაადრევია. მისი განცხადებით, პრეზიდენტის მზადაა შეხვდეს მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლებსაც.ფიქრია ჩიხრაძე- ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას საქართველოს პრეზიდენტი კერძო მაუწყებლებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ, "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტმა მათგან დამატებითი არგუმენტები მოისმინა "მაუწყებლის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო და რომელსაც კერძო მაუწყებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ. პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ: ვასილ მაღლაფერიძე, ია ანთაძე, თინათინ ბერძენიშვილი, პაატა ქურდაძე, ნოდარ ჭიჭინაძე, ელენე მიხაილოვა, ირაკლი აბსანძე, გიორგი გვიმრაძე, თეო მაზმიშვილი. პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ეფექტიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არ შეიძლება უპირისპირდებოდეს მედიაპლურალიზმის იდეას. "ჩვენ ამას ფუნდამენტურ საკითხად განვიხილავთ, რადგან ეს ორი ღირებულება, ორივე ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისათვის, ქართული დემოკრატიისათვის. ურთიერთობისა და თანამშრომლობის პირობებში ჩვენ ვთვლით, რომ ბევრი საკითხის გადაწყვეტა უფრო ეფექტურად შეიძლებოდა და ბევრი საკითხი ამ დროისათვის არა პრობლემური, არამედ მოგვარებული ყოფილიყო - მაგრამ შესაძლოა, კიდევ არსებობდეს ამის რესურსი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობას, რომ მან ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პლურალისტური მედია არ დაზარალდეს იმ მიმართულებით, რომელიც გარკვეულ რესურსებზე წვდომას უკავშირდება და რაც წარმოშობს კონფლიქტს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და დანარჩენ მაუწყებლებს შორის", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. როგორც ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, პარლამენტში წინ არის კიდევ მესამე მოსმენით ამ კანონპროექტის განხილვა და ამ ეტაპისათვის ვეტოზე საუბარი ნაადრევია. მისი განცხადებით, პრეზიდენტის მზადაა შეხვდეს მაუწყებლის ბორდის წარმომადგენლებსაც.
ტრამპის ადმინისტრაციამ იმპორტიორებს მიერ უკანონო ტარიფების სახით გადახდილი 100 მილიარდი დოლარი დაუბრუნა
ტულას რეგიონში Wildberries-ის ლოჯისტიკური ცენტრზე დრონის თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)