08:49 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-18 15:11:39, 1752 ნახვა

კომენტარი
ტუღუში: იმედი მაქვს, პრეზიდენტი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტოს დაადებს

„არ შეიძლება ერთ ტელევიზიას, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ჰქონდეს ბევრად მეტი ფული, კომერციულ არხებთან შედარებით“, - ამის შესახებ "ფონდ ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის“ დამფუძნებელმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა.

როგორც ტუღუშმა აღნიშნა, "მაუწყებლის შესახებ კანონში" შეცდომაა დაშვებული და  პრეზიდენტმა მას ვეტო უნდა დაადოს.

"ეს არასწორია სახელმწიფოებრივადაც, არც ბიზნესის თვალსაზრისით არის სწორი. შეცდომაა დაშვებული ამ კანონში და იმედი მაქვს, პრეზიდენტი დაადებს ვეტოს. ტელევიზიებმაც  პირველ რიგში ხმა უნდა ამოიღონ. თუ თქვენ გექნებათ ძლიერი პროტესტი დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტი ამ პროტესტს მოისმენს და ის გადათქვამს 2  მოსმენით მიღებულ კანონს. ეს კანონი არის ცუდი, შეიცავს კორუფციულ რისკებს, მიმართულია კომერციული არხების წინააღმდეგ. ეს კანონი არ უშველის საზოგადოებრივ მაუწყებელს. ის პირიქით გაურთულებს საქმეს მას  და წარმოქმნის კონფლიკტს სხვა არხებთან, რაც არასწორია. არ მგონია, რომ ბიუჯეტით დაფინასებული ტელევიზია მეგაშოუებზე უნდა ოცნებობდეს. ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე და მე ვურჩევ თქვენს მენეჯერებს გარკვეულიყვნენ, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა არის კომერციული არხი",- განაცხადა ლაშა ტუღუშმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics