13:34 - 30 Oct, 2026
|
2017-12-14 12:23:12, 2427 ნახვა
სხვადასხვა
მადრიდის რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
მადრიდის რეალი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. სამეფო გუნდმა აბუ-დაბის "ალ ჯაზირა" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 41-ე წუთზე რომანირინიომ "ალ ჯაზირა" დააწინაურა. მადრიდელებმა ანგარიში 53-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუს გოლის წყალობით გაათანაბრეს. მეორე,გამარჯვების მომტანი გოლი გარეტ ბეილმა 81-ე წუთზე გაიტანა. ამ შეხვედრაში გატანილი გოლით კრიშტიანო რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში, პორტუგალიელ ფეხბურთელს 6 გატანილი გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირთა სიის სათავეში მოხვდა. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში, "რეალი" - "გრემიოს" დაუპირისპირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)