14:03 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 19:24:33, 599 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ლართან დაკავშირებით ყოველგვარი ბრალდება სპეკულაციად და დემაგოგიად აღიქმება

ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით, ყოველგვარი ბრალდება და კრიტიკა აღიქმება, როგორც აბსურდული სპეკულაცია და დემაგოგია, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიაბშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის კითხვას.

თაქთაქიშვილი დაინტერესდა, „როდის გახდება 1 დოლარი 1.67 ლარი, როგორც ეს 2012 წლის 1 ოქტომბერს იყო და პრემიერ-მინისტრს ბანერზე გამოსახული ლარის კურსი უჩვენა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს.

„თუ ლარი დოლართან გაუფასურდა დაახლოებით 30%-ით, ის გამყარდა იაპონურ იენთან, რუსულ რუბლთან, 16% თურქულ ლირასთან 7%-ით მოლდოვურ ლეისთან, უკრაინულ გრივანსთან, ბელარუსიულ რუბლთან. ამავე პერიოდში, იენი დოლართან მიმართებით დაეცა 53%-ით და ასე შემდეგ. მე გეტყვით, რომ დღეს ჩვენ მოვისმინეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლების განცხადებებიც, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება გამოიწვია ძირითადად, საგარეო ფაქტორებმა. ასე რომ ყოველგვარი ბრალდება და კრიტიკა აღიქმება როგორც აბსურდული სპეკულაცია და დემაგოგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ, საკუთარ ადგილზე სავალუტო ბანერის გამოფენას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და დეპუტატს ასე მიმართ: „მაგ საქმიანობას ლიცენზია ჭირდება ეროვნული ბანკიდან“.

ცნობისთვის პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც პრემიერი დეპუტატების კითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics