|
2017-12-13 14:07:16, 1754 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე სააკაშვილის საქმეზე: ასეთ ხარჯებს ეწევა ყველა მაღალი თანამდებობის პირი, რომლებსაც უყვართ გზებზე სუფრის გადაფენა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, დასახელებული არგუმენტი, რომლის გამოც, უკრაინის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობის მისჯა სურდა, აბსურდულია. გოცირიძის თქმით, მსგავსი აბსურდი ხდება თბილისის საქალაქო სასამართლოშიც, როდესაც სააკაშვილს მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო ასამართლებენ: „უკრაინაში პატიმრობას ითხოვდა პროკურატურა იმის გამო, რომ თურმე მას რომელიღაც ქვეყნის სპეცსასახურებიდან ემუქრებოდა სიკვდილი. ამიტომ, მასზე ზრუნვის გამო გადაწყვიტეს ჩაეკეტათ სახლში.მსგავსი აბსურდი ხდება დღეს საქალაქო სასამართლოში. სააკაშვილს ასმართლებენ მისი კონსტიტუციური უფლებების გამოყენების გამო. კუბაშიც კი არ მომხდარა, რომ პრეზიდენტი გაესამართლებინათ შეწყალების აქტის განხორციელებისთვის. პრეზიდენტმა, რომელმაც გაუნახევრა პატიმრობის ვადა 179 ძალოვან სტრუქტურებში ნამუშევარ ადამიანს, რომლებმაც მიიღეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობა, სწორედ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების შესრულების გამო დღეს ეს აბსურდული სასამართლო მიმდინარეობს.ძალიან სასაცილოს ჟღერს ე.წ. ვენოკების საქმე. პრეზიდენტმა თაიგული მიართვა კაჩინსკის გარდაცვალების დღეს, ვაცლავ ჰაველს და ეს ინვოისები გამოფინეს, როგორც პრეზიდენტის მიერ გაეწული უკანონო ხარჯების დამადასტურებელი. ახლა აღმოაჩინეს კიდევ ერთი ინვოისი სამარცხვინო ფაქტი, 2010 წელს გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი დიპლომატი, რომლის დაკრძალვასაც ესწრებოდა სააკაშვილი, მიიტანა სამგლოვიარო თაიგული და ეს თაიგული და ინვოისი არისჯანაშიას საქმეზე წარდგენილი როგორც უკანონო ხარჯის დამადასტურებელი მაგალითი“,-აღნიშნა გოცირიძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტს მაღალი თანამდებობის სახელმწიფოს წარმომადგენლებთან რესტორანში, ან სხვაგან გაწეულ ხარჯებსაც კი უთვლიან: „ასეთ ხარჯებს დღეს ეწევა ყველა მაღალი თანამდებობის პირი-პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები და უამრავი სხვა, რომლებსაც უყვართ გზებზე სუფრის გადაფენა, თბილისის მერიაში ერთ დღეში 72 000 ლარი დახარჯეს. ამ აბსურდული საქმეების შეწყვეტას ვითხოვთ, შეწყდეს საკააშვილის დევნა თორემ ეს არ დამთავდება კარგად ხელისუფლებისთვის“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)