|
2017-12-13 13:33:52, 1809 ნახვა
კომენტარი
რატიანი: „ოცნება“ არა უბრალოდ თანამონაწილეა, არამედ სათავე დაუდო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ დევნას
„ქართული ოცნება“ არა უბრალოდ თანამონაწილეა, არამედ სათავე დაუდო პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური ოპონნენტების მიმართ“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. დეპუტატის თქმით, „ქართული ოცნება“ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, აფერხებს დემოკრატიის განვითარებას და ქვეყენას „პოსტ საბჭოთა სივრცის ჭაობში აბრუნებს“. „ყველამ ვნახეთ თუ რა მოსდის სახელმწიფო ინსტიტუტებს, როდესაც ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას, პოლიტიკურ დაპატიმრებას და პოლიტიკურ ძალადობას ოპონენტების მიმართ. სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში „ქართული ოცნება“ არაუბრალოდ თანამონაწილეა, არამედ სათავე დაუდო პოლიტიკურ დევნას მიხეილ სააკაშვილის და სხვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. თქვენ აზიანებთ ქვეყნის იმიჯს, აფერხებთ ქვეყნის დემოკრატიის განვითარებას და აბრუნებთ ქვეყანას პოსტ საბჭოთა ჭაობში. თქვენ მოახერხეთ და 1 წლის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლომ 2-ჯერ გამხილათ და მიგითითათ, რომ აქ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ერთხელ როდესაც „რუსთავი 2“-თან მიმართებაში უზენაესმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა და ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი. ასევე ვანო მერაბიშვილთან მიმართებაში, როდესაც მან დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა. ეს არის სამარცხვინო. თქვენ ორჯერ გამოიჩინეთ საერთაშორისო ასპარეზზე წელს თავი, ასევე თქვენ მოახერხეთ და წლის განმავლობაში იყო პოლიტიკური დაპატიმრების ფაქტები, როდესაც ეს იყო ბათუმის მოვლენებთან მიმართებაში. სრულიად უდანაშაულო ადამიანი ირაკლი ჩხვირკია, როდესაც დააპატიმრეთ, შემდეგ იყო გოგა ონიანი. მთელი პარადოქსულობა მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ დევნით არამარტო თქვენს პირად ოპონენტებს, არამედ თქვენ ჩაერთეთ საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეეების დევნაში. ეს არის მართლაც სამარცხვინო ფაქტი, როდესაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ერთ დღეს გაქრა საქართველოში და მეორე დღეს მანდ გაიღვიძა სხვა ქვეყნის ციხეში“,-მიმართა რატიანმა უმრავლესობას.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)