05:39 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-13 13:19:51, 1714 ნახვა

კომენტარი
ჭიაბერაშვილი: სტამბაში არ გაციებულა კონსტიტუციის ერთი ვერსია, რომ შეცვლა მოგიწიათ, სჯობს გაჩუმდეთ

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“  უკვე დამტკიცებულ  კონსტიტუციურ ცვლილებებში ცვლილებების შეტანით, ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ ფონზე უმრავლესობის მხრიდან მტკიცება, რომ ქვეყანამ კარგი საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, გაუმართლებელია:

„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს პოლიტიკური დებატები „ქართული ოცნების“ მხრიდან გაიმართებოდა იმის მტკიცებით, თუ რა შესანიშნავი საკონსტიტუციო ცვლილებები შემოგვთავაზა „ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც ძალიან სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი იმით,  რომ მართლაც,  როგორც თვითონ აღაირა, ბატონმა ნუკრი ქანთარიამ, სტამბაში არ გაციებულა კონსტიტუციის ერთი ვერსია, რომ შეცვლა მოგიწიათ. ამიტომ, ამ საკითხზე დებატები ალბათ უპრიანი იქნებოდა, დებატებს სჯობია,  საერთდო გაჩუმებულიყავით“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის 116-მა წევრმა კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ხელახალი ინიცირება მიმდინარე წლის 2 ნოემბერს  მოახდინა.

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, უკვე დამტკიცებულ  ცვლილებებში ცვლილების შეტანა  ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციების  გათვალისწინებას უკავშირდება.

„ეს რეკომენდაციები არ იყო ასახული ვენეციის კომისიის პირველ საბოლოო დასკვნაში, აისახა მხოლოდ ბოლო დასკვნაში მას შემდეგ, რაც ჩვენ უკვე გქვონდა 2 მოსმენით პრაქტიკულად მიღებული კანონპროექტი“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics