|
2017-12-11 12:57:19, 1508 ნახვა
კომენტარი
ვიქტორ დოლიძე: საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და მთავრობის ერთობლივი კონფერენციის: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" მონაწილეებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ვიცე-პრემიერი მიხეილ ჯანელიძის სახელით მიესალმა. დოლიძის განცხადებით, კონფერენციას მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან, რაც მისივე შეფასებით, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობა სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგს. დოლიძის თქმით, საქართველოს მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა: „მინდა, მოგესალმოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელით და მინდა, მოგესალმოთ საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის სახელით. მაშინ, როდესაც საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და საქართველოს კულტურის, ალბათ მალე სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა მინისტრები ბრძანებდიან აქ, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ დაწყებული თავდაცვიდან, დამთავრებული კულტურამდე და ჰუმანიტარულ ურთიერთობამდე ჩვენს დიალოგს ხალხთან, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან ჩვენთან.ხალხთან, რომელთან ერთადაც ჩვენ შევიმუშავეთ ერთობლივი სტრატეგიული ხედვა, მათ შორის სტრატეგიულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, არასოდეს არ ყოფილა საქართველოს მთავრობა ისე ახლოს ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ისე გახსნილი, როგორიც არის დღეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ასე, სადაც არ უნდა ვიყოთ, როგორც არ უნდა ვიყოთ, გამომდინარე იქედან, რომ თქვენი ხედვები, რჩევები ყოველთვის იქნება სასიკეთო“,-აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ. ამ განცხადებით სახელმწიფო მინისტრი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარის, ევროპის ფონდის პრეზიდენტის ქეთევან ვაშაკიძის სიტყვით გამოსვლის იმ ნაწილს გამოეხმაურა, სადაც მან კონფერენციაზე პრემიერისა და ვიცე-პრემიერის არ ყოფნის გამო, მწუხარება გამოთქვა. „სამწუხაროა, რომ კონფერენციას არ ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი, რომლის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტრო ახალი წლიდან გადაიბარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე პასუხისმგებლობას.მიუხედავად ეროვნული პლატფორმის მცდელობისა, მათ აქტიური მონაწილეობა მიეღოთ კონფერენციის მსვლელობაში და ესაუბრათ იმ სტრუქტურულ ცვლილებებზე, რომელიც სამწუხაროდ, საოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, დახურულ კარს მიღმა მოხდა“,-განაცხადა ქეთევან ვაშაკიძემ. კონფერენციაზე სხვადასხვა სექტორის მიხედვით საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობას განიხილავენ. კონფერენციაში მონაწილეობენ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ინსტიტუტებისა და საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)