|
2017-12-11 11:40:32, 1888 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დასრულდა, საქართველოს ხელისუფლების დემოკრატიული, ლიბერალური რეფორმების წარმატება კიდევ ერთხელ დაადასტურა. „მინდა, ყველას გულწრფლეად მოგილოცოთ საქართველოს წარმატება.საქართველო უკვე უპირობოდაა აღიარებული აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეროვნული პლატფორმის ერთობლივ კონფერენციაზე. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, საქართველოს თვითმიზანი არა აღმოსავლეთის პარტნიორობის ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აღიარება, არამედ ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობაა: „ეს ჩვენი თვითმიზანი არასდროს ყოვილა. ხელისუფლების ამოცანაა, რომ ჩვენი ურთიერთობების მზარდი ინტენსივობა ევროკავშირთან სრულფასოვანი წევრობით დაგვირგვინდეს. ევროატლანტიკურ ალიანსა და ევროკავშრიში გაწევრიანება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტია იქნება. ჩვენი საზოგადოება სულ უფრო მეტად იზიარებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს,რ აც ნიშნავს რომ დასავლური თანამეგობრობის წევრობა ხელისუფლების სურვილი კიარა, ხალხის თავისუფალი ნების გამოვლინებაა“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმისა და საქართველოს მთავრობის რიგით მე-2 ერთობლივ კონფერენციაზე: „საქართველო ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" მიმდინარეობს.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)