|
2015-05-08 13:11:15, 1639 ნახვა
ეკონომიკა
GRDC ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე მასშტაბურ პროექტს განახორციელებს
„საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია“ ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მასშტაბური და გრძელვადიანი პროქტის განხორციელებას იწყებს. პროექტი გულისხმობს ბაკურიანი-მიტარბის ტერიტორიაზე ოთხ-სეზონური სამთო კორორტის მშენებლობას და განვითარებას. პროექტის განხორციელების ვადები რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი: პირველ ნაწილში - 2017 წლამდე მოხდება „კოხტა გორის“ მიმდებარე ტერიტორიის განვითარება, სადაც განთავსდება 500 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა - ოთხ-ვარსკვლავიანი სასტუმრო, აპარტჰოტელები, შალეები და გასართობი ობიექტები. სახელმწიფოსთან თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კერძო და საზოგადოებრივი სექტორის თანამშრომლობით, მხოლოდ პირველი ფაზაზე განხროციელებული ინვესტიცია 20 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს მთის კორორტების მართვის კომპანიის მიერ განხორციელდება საბაგირო ლიფტების ინსტალაცია და ზოგადი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ხოლო “ საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია” (GRDC) უძრავი ქონების დეველოპმენტის ნაწილს დააფინანსებს. პროექტის მეორე ეტაპზე მომზადდება მიტარბის დასახლების განვითარების გენერალური გეგმა, რაც კურორტის 10-15 წლიანი განვითარების დეტალურ კონცეფციას განსაზღვრავს. გეგმის მომზადებაში წამყვანი საერთაშორისო კომპანიები მიღებენ მონაწილეობას და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. 2016 წელს დაგეგმილია „კოხტა 2/მიტარბის“ საბაგიროების დამონტაჟება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოების დაწყება. მეორე ფაზაზე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა სავარაუდოდ 30 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ დეველოპმენტის განხორცილება მოხდება მკაცრად განსაზრული სტანდარტების და ნორმების შესაბამისად, რაც საშუალებას მოგვცემს ამ რეგიონის უნიკალური ბუნებრივი რესურსების მიზანმიმართული და სწორი გამოყენებით შევქმნათ კავკასიაში საუკეთესო მთის კურორტი. „ბაკურიანი-მიტარბის კურორტის განვითარების გრძელვადიანი, უნიკალური პროექტის განხორციელებით მიზნად ვისახავთ საქართველოში მსოფლიო დონის ოთხ-სეზონური მთის კორორტის შექმნას, რომელიც დახვეწილი დიზაინით, საუკეთესო სერვისით და ინფრასტრუქტურით იქნება გამორჩეული. ეს პროექტი სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანამშრომლობის ერთერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია, დარწმუნებული ვარ, იგი მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის და ზოგადად ეკონომიკის შემდგომ განვითარებას“, - აცხადებს კომპანია „ჯიარდისის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე. ცნობისთვის, „საქართველოს რეკონსტრუქციის და განვითარების კომპანია“ (GRDC) 2004 წელს კერძო ინვესტორებმა, ბობ მეიერმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს. იგი აერთიანებს კერძო ინვესტორებს დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ჰოლანდიიდან და საქართველოდან. კომპანიამ თავისი არსებობის ნაძილზე საქართველოში წარმატებით განახორციელა 100 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია და შექმნა მნიშვნელოვანი უძრავი ქონების პორტფელი. კომპანია აგრძლებს დაწყებული პროექტების რეალიზაციას რომელთა არეალი მოიცავს სავაჭრო ცენტრების, მაღალი კლასის სასტურმო და საცხოვრებელი კომპლექსების დეველოპმენტს.
ზელენსკიმ უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ლიდერების დონეზე მიმდინარე „რთულ“ დიალოგზე ისაუბრა
მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული
ხაბეიშვილი მოსამართლეებზე - ეს აბსოლუტური სკუნსები, როგორ ბედავენ საქართველოს სახელით საუბარს?! ეს თვალებყლეპია ხალხი ანწუხელიძეს, საქართველოს რა უფლებით ასამართლებს?!
ბოჭორიშვილი კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრს, სულთან ბინ საად ალ-მურაიხის შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ყირიმის ხიდს შეუტია
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



