|
2017-12-06 19:04:48, 1857 ნახვა
კომენტარი
ჯანელიძე: ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა, „ღია კარის" პოლიტიკის განხილვის კონტექსტში უმნიშვნელოვანესი იყო
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა მინისტერიალის ფარგლებში, რომლის დღის წესრიგშიც ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე მსჯელობს, ძალზედ მნიშვნელოვანია. მინისტრის განცხადებით, ალიანსი იწყებს მზადებას 2018 წლის სამიტისთვის, ნატო-საქართველოს კომისიაზე კი კიდევ ერთხელ შეფასდა ის პროგრესი, რასაც ქვეყანამ მიაღწია ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. „ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის განსახილველად, სწორედ ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი იყო ჩვენი შეხვედრა, სადაც მოხდა შეფასება ამ ფორმატში ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ განვლილი პერიოდის. ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ნატო-ს ყველა წევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესს, როგორც დემოკრატიული კონსოლიდაციის, ასევე ეკონომიკური განვითარების და სამხედრო და თავდაცვითი რეფორმების განხორციელების კუთხით. საქართველომ გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, რაც უზრუნველყოფილი იქნა იმ წარმატებული რეფორმებით, რასაც ახორციელებს საქართველოს მთავრობა. ბევრი კოლეგის მხრიდან აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეფორმები, ხელს უწყობს საქართველოს წარმატებას, აახლოებს მას ნატოს-თან, საბოლოო მიზანთან და ამკვიდრებს ნატო-ს სტანდარტებს ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა მინისტრმა. მისი თმით კომისიის სხდომაზე ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული მხარდაჭერა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით და აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რაც აახლოებს ქვეყანას ნატო-ში გაწევრიანებასთან. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს, მათ შორის შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მიმართულ ნატო-ს ძალისხმევას. მინისტრის განცხადებით საქართველომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა მზადყოფნა გააღრმავოს ამ კუთხით ალიანსთან თანამშრომლობა. „ვარშავაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ გააქტიურდეს დიალოგი საქართველოსა და ნატო-ს შორის შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენ ამ მიმართულებით უკვე ვთანამშრომლობთ. გვაქვს კონკრეტული ხედვები ასევე შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. მივესალმებით ნატო-ს მეტ ფოკუსს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებისადმი და დავადასტურეთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური კონტრიბუცია მოვახდინოთ და გავაღრმაოთ თანამშრომლობა ამ მიმართულებით", - განაცხადა მინისტრმა. ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ სრული მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ აღინიშნა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის აუცილებლობა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, საქართველოს მონაწილეობა ნატო-საქართველოს კომისიის და ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმით ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით იმ საკითხების გათვალისწინებით, რასაც წევრი ქვეყნების მინისტრები განიხილავენ, ეს ეხება, როგორც ნატო-ევროკავშირის თანამშრომლობას, ასევე ტერორიზმს და ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას, სადაც საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)