|
2017-12-06 16:18:07, 1773 ნახვა
კომენტარი
ირმა ნადირაშვილი: ჩემი გადმოსახედიდან გიორგი მღებრიშვილი მაოხრებელი მკვდარია
„მაქვს ასეთი განცდა, რომ თქვენ მღებრიშვილისგან ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს ქმნით“,- ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი სტრუქტურული რეფორმის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც, ხდება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს რეორგანიზაცია, მის ბაზაზე ყალიბდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციაც იქნება საგანგებო სიტუაციების მართვა ოპერატიულ-ტაქტიკურ დონეზე. ამ სამსახურს კი გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს. ნადირაშვილის შეფასებით, შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პერიოდში გიორგი მღებრიშვილმა ბევრი მძიმე შეცდომა დაუშვა. ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ „აღნიშნული ცვლილებები ისევე გაუაზრებელია, როგორიც თავის დროზე კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა იყო“. „82 მილიონი გამოყავით და შექმენით ამ ადამიანისთვის ახალი სამსახური. არვიცი, ჭიკაიძე, ზედელაშვილი, ჯანელიძე ახლა უკვე მასთან გადაინაცვლებენ, თუ როგორ გააგრძელებენ თავიანთ პოლიტიკურ კარიერას. მღებრიშვილმა დაუშვა არაერთი მძიმე შეცდომა და შეგახსენებთ, თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს, როდესაც ის თბილისის ცენტრიდან გაქრა და აღმოჩნდა აზერბაიჯანში. ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. მაგალითად, როდესაც ის სატელეფონო ხულიგნების მსხვერპლი გახდა, რაც იცოდა მოუყვა და პრემიერთან კონსულტაციის შემდეგ უკან გადაურეკა და თუ რამე გამორჩა ის დაამატა. მღებრიშვილი ჩემი გადმოსახედიდან მაოხრებელი მკვდარია. როდესაც იწ წავიდა, ამ დროს ჩატაევი, როგორც ირკვევა, უკვე შემოსული იყო ქვეყანაში და შს მ ყოფილ მინისტრს ამაზე არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.როგორც ჩანს, ის საქმის კურსში ამის თაობაზე არ იყო.ვფიქრობ, ეს ცვლილებები ისევე გაუაზრებელია, როგორც იყო თავის დროზე კრიზისების მართვის საბჭოს შექმნა“,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)