14:04 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-07 21:48:41, 409 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: თინა ხიდაშელი მინისტრად კოალიციასთან კონსულტაციების შემდეგ დავნიშნე

პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას მხოლოდ ორი ახალი მინისტრის დანიშვნას აპირებთა, თუმცა, კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციების გავლის შემდეგ თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის გადაწყვეტილებაც  მიიღო. 

ამის შესახებ ღარიბაშვილმა პარლამენტში, „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრაზე განაცხადა. 

„ორი მინისტრის შეცვლაზე იყო საუბარი. როდესაც მინისტრის დანიშვნაზე საუბრობენ, ყოველთვის პრემიერისკენ იშვერენ ხელს. მაგრამ გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ კოალიცია, სადაც 5 პარტია შედის. მე კოალიციასთან რა თქმა უნდა კონსულტაციები მქონდა და ამის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად დამენიშნა. ამაში დაფარული და დამალული, გულწრფელად გეუბნებით, არაფერი არ არის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. 
 

მისივე შეფასებით, მთავრობაში ცვლილებები დემოკრატიული პროცესია. 

„მინისტრების ცვლილების საკითხში, ვფიქრობ, რაიმე განსაკუთრებული და სკანდალური არაფერია. არ უნდა შევეცადოთ, რაღაც აჟიოტაჟის სურათი შევქმნათ.  მთავრობა უნდა იყოს ადეკვატური, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც ქვეყანაშია შექმნილი. ამა თუ იმ მინისტრს წასვლის ობიექტური მიზეზი თუ ქონდა, ჩვენ ეს ყველამ უნდა გავიგოთ და აქ რამე კონსპირაცია არ უნდა ვეძიოთ. ეს ძალიან ბუნებრივი, დემოკრატიული პროცესია. მთავრობაში რა თქმა უნდა სამუდამოდ ვერ დარჩებიან მინისტრები. მთავრობები იცვლებიან და თუ რომელიმე მინისტრი ვადაზე ადრე მიიღებს წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას ან სურვილის გარეშე წავა, ამაში სასკანდალო არაფერია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics