|
2017-12-06 14:05:49, 1645 ნახვა
სხვადასხვა
ქართველი სტუდენტი Facebook-ის სათავო ოფისში სტაჟირებას გაივლის
ქართველი სტუდენტი ლუკა ლომთაძე, რომელიც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს, სტაჟირებას Facebook-ის სათავო ოფისში გაივლის. ამის შესახებ ინფორმაციას სან დიეგოს უნივერსიტეტი ავრცელებს. ლუკა Facebook-მა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი facebook-ში დასაქმდა. ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი პროგრამით გაემგზავრა სან-დიეგოში. „Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, - აცხადებს ლუკა. ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)