|
2017-12-05 14:19:16, 1768 ნახვა
კომენტარი
ცინცაძე: ყველაფერი წლის ბოლომდე გაირკვევა - პოროშენკოს არ უნდა, ახალ წელს სააკაშვილის კრიტიკის ქარცეცხლში შეხვდეს
ექსპერტ სოსო ცინცაძის შეფასებით, წლის ბოლომდე გაირკვევა - მიხეილ სააკაშვილს საქართველოს გადმოსცემენ, თუ უკრაინიდან გააძევებენ. „როგორც ჩანს წლის ბოლომდე უნდა გაირკვეს ყველაფერი ამ მხრივ იმიტომ, რომ პოროშენკოს სულაც არ უნდა, ახალ წელს სააკაშვილის კრიტიკის ქარცეცხლის პირობებში შეხვდეს“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ „ექსპრესნიუსთან“ უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე საუბრისას. ცინცაძის აზრით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის პრემიერის საქართველოში ვიზიტის დროს მიიღეს: „რაც არ უნდა ამტკიცოს პოროშენკომ, ან უკრაინის პრემიერმა, ჩვენმა პრემიერმა, მინისტრებმა, რომ სხვა საკითხები განიხილებოდა, დღეს არანაირი აქტიური, მასშტაბური ეკონომიკური პოლიტიკური თანამშრომლობა საქართველოსა და უკრაიანს შორის არ მიმდინარეობს. არის ერთი პრობლემა, რომელიც დიალოგის საბაბად იქცა. ეს არის სააკაშვილის მომავალი. პოროშენკოც მაგიტომ იყო ჩამოსული და პრემიერიც. ვინ ჭამს ახლა ამას, ვის სჯერა განცხადებების, რომ მათ სააკაშვილის თემებზე სალაპარაკოდ დრო არ ჰქონდათ? ამიტომ ჩამოვიდნენ მხოლოდ და გადაწყდა ასეთად“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ. მისი შეფასებით, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის დაკავება ხელოვნური საბაბით მოხდა: „არადამაჯერებელია დანაშაულებრივ წრეებთან კავშირი, ამის დამტკიცება შეუძლებელი იქნება, მაგრამ, როგორ ჩანს, პოროშენკო არ ფიქრობს, რომ მტკიცება დაიწყოს და იქ სასამართლო მოაწყოს. დააპატიმრებენ სააკაშვილს და შემდეგ ერთი ნაბიჯიღა რჩება-ან ქვეყნიდან გაძევებაზე, ან საქართველოსთვის გადმოცემაზე“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ. შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)