05:58 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-05 13:23:06, 1603 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე სააკაშვილის დაკავებაზე: მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო

„მიხეილ სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რომ ისევ აქტუალური იყოს“, - ასე გამოეხმაურა  უკრაინაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„რა ინფორმაციებსაც ვისმენთ, მრცხვენია, რომ ეს კაცი  ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის  ყველანაირ ავანტიურას მიმართავს, რათა ისევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. იმედია უკრაინელებიც მალე გაიცნობენ. ჩვენ ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა. მან საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე საქართველოში ჩაიდინა დანაშაულები, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარი", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დააკავა. მას დანაშაულებრივ ჯგუფებთან თანამშრომლობას და დანაშაულის დაფარვას ედავებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics