02:55 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-04 10:01:31, 1721 ნახვა

კომენტარი
გახარია: არასრულწლოვნების საქმეზე დაკითხული 150-მდე პირიდან, გამოძიებასთან ძალიან ცოტამ ითანამშრომლა

„სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს დაახლოებით, 150 პირი, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ამ კონფლიქტთან, ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფმა ცოტა ადამიანმა გამოთქვა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საზოგადოებაში დანაშაულის სწორად აღქმა ჯერ კიდევ არ ხდება, რაც სერიოზული პრობლემაა.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკითხეს, დაახლოებით, 150 პირი, ესენი გახლდნენ არასრულწლოვნების მშობლები, ოჯახის წევრები, ასევე, მათი კანონიერი წარმომადგენლები, გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ამ კონფლიქტთან, ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფმა ცოტა ადამიანმა გამოთქვა. ეს არის ძალზე სერიოზული პრობლემა და როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში დანაშაულის სწორად აღქმა ჯერ კიდევ არ ხდება“, - განაცხადა შს მინისტრმა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკებისას ორი მოსწავლე დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე მოსწავლეს, იგი დღეს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი უკვე დააკავა. უწყების ინფორმაციით, დადაგენილია ჩხუბში მონაწილე კიდევ ერთი პირის ვინაობა, რომლის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics