|
2017-11-29 16:57:17, 1803 ნახვა
კომენტარი
სესიაშვილი: უახლოეს დღეებში ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის წევრებს სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას მაიწვდის
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პირველ რიგში, სახელმწიფოა დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დროულად და ამომწურავად მოხდეს ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირება. თუმცა, სესიაშვილის თქმით, ეს ისე უნდა გაკეთდეს, რომ სახელმწიფო ინტერესები არ დაზიანდეს. სესიაშვილის განმარტებით, უახლოეს დღეებში სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის წევრებს მიაწოდებს ინფორმაციას, მოგვიანებით კი საზოგადოების ინფორმირება მოხდება: „ყველას, პირველ რიგში, საზოგადოებას სურს, რომ მიიღოს დროულად ამომწურავი ინფორმაცია, რამდენადაც გვინდა, ხვალინდელი დღე იყოს მშვიდობიანი. მესმის ჩემი კოლეგების, რომ მათი კითხვები, მათ შორის ვერსიები შეიძლება ლეგიტიმურად მივიღოთ, თუმცა კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ჩვენი ხელისუფლება პირველ რიგშია დაინტერესებული, რომ მაქსიმალურად დროულად და ამომწურავად მოხდეს საზოგადოების ინფორმირება, თუ რა მოხდა. ყველა კითხვაზეა პასუხი გასაცემი, მეორეს მხრივ უნდა ვიზრუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეინარჩუნოს ძლიერი უსაფრთხობეის გარემო, იყოს სტაბილური, რაზეც არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის განვითარება.თითის გამოშვერა, რომ ჩვენ საზოგადოებას რაღაცას ვუმალავთ, ასე არ არის, რადგან ეს პირველ რიგში ჩვენს ინტერესშია. თუკი სუსი ამაზე დღეს ღიად არ საუბრობს, ამას აქვს თავისი მიზეზები, მგრძნობიერობა და სპეციფიკა, რაც უკავშირდება უსაფრთხოების დაცვას ჩვენს ქვეყანაში.უახლოეს დღეებში ვახტანგ გომელაური ნდობის ჯგუფის ფარგლებში ინფორმაციას მაიწვდის შესაბამის წევრებს, ხოლო მომავალში საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირება მოხდება“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
სამარასთან ახლოს უკრაინის თავდასხმის შემდეგ, ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწყობი მეორე დღეა იწვის.
Axios: აშშ-ის შუალედური არჩევნების შედეგად, შესაძლოა, ტრამპმა კონგრესზეც კონტროლი დაკარგოს
ტრამპმა გუამში რესპუბლიკელის გამარჯვებას აშშ-ის არჩევნებზე კარგი ნიშანი უწოდა
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)