|
2017-11-29 15:32:15, 1591 ნახვა
კომენტარი
პაველ ფილიპი: მოლდოვას და საქართველოს აქვს უნარი ევროკავშირს უფრო სწრაფად დაუახლოვდეს
მოლდოვის პრემიერ-მინისტრის პაველ ფილიპის განცხადებით, საქართველო მოლდოვის რესპუბლიკის პარტნიორი და ერთგული მხარდამჭერია. როგორც ფილიპმა აღნიშნა, საქართველოსა და მოლდოვას 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობები გააჩნია. მოლდოვის პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. "ჩემს დელეგაციასთან ერთად, ნამდვილად ძალიან კარგად ვგრძნობ თავს თბილისში. მქონდა შესაძლებლობა, პირადად დავრწმუნებულიყავი საქართველოს ცნობილ სტუმართმოყვარეობაში, არა მხოლოდ გაგონილით, არამედ საკუთარი გამოცდილებით. მიგვაჩნია, რომ საქართველო არის მოლდოვის რესპუბლიკის ძალიან ახლო მეგობარი, არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ ერთგული მხარდამჭერი. ის, რომ დღეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, არ ნიშნავს, რომ ჩვენი კომუნიკაცია მხოლოდ დღეს დაიწყო. ჩვენ, ძალიან დიდი ხანია, გვაქვს ხარისხიანი კომუნიკაცია პრემიერ-მინისტრების დონეზე. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვს სიმბოლური დატვირთვა, რადგან ჩვენ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს აღვნიშნავთ. ბატონ კვირიკაშვილთან ერთად, ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მრავალი ასპექტი - საუბარია პოლიტიკურ დიალოგზე, ეკონომიკის, კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე და ინსტიტუციების დონეზე თანამშრომლობაზე. ჩვენი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი, რომელიც დღეს გამოვყავით, არის პრაგმატული აზროვნება, რომელიც განვითარებაში გვეხმარება. არსებობს ძალიან ბევრი საშუალება ამ ურთიერთობის განვითარებისთვის. დავიწყეთ მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში თანამშრომლობა და მოხარული ვარ, რომ გვქონდა ამ პროცესის წამოწყების საშუალება. ეს კომისია არის ძალიან კარგი, მნიშვნელოვანი პლატფორმა, რათა აღმოიფხვრას ბარიერები ჩვენს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში", - განაცხადა ფილიპმა. მანვე, თბილისში "აბრეშუმის გზის" ფორუმის ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "გუშინ მქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო „აბრეშუმის გზის" ფორუმში, რისთვისაც მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ. დარწმუნებული ვარ, ეს ინიციატივა ახალ შესაძლებლობებს ჩაუყრის საფუძველს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ დეკლარაციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. ეს მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის და საფუძველს უყრის ბარიერების აღმოფხვრას. ერთად ჩვენ უფრო ბევრის მიღწევა შეგვიძლია, გვაქვს უფრო მეტი ძალა და შეგვწევს უნარი, უფრო სწრაფად დავუახლოვდეთ ევროკავშირს", - აღნიშნა მოლდოვის პრემიერმა. გარდა ამისა, ფილიპმა ოკუპირებულ ტერიტორიებსაც გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ მოლდოვა საქართველოს ამ სფეროში მიღწეულ წარმატებას გაუზიარებს. "მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა, რომ მნიშვნელოვანია მოსაზრებებისა და პერსპექტივების გაცვლა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის კონფლიქტები ჩვენს ქვეყნებში. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს არა მხოლოდ დადებითი, არამედ უარყოფითი გამოცდილებაც, რაც ტერიტორიულ კონფლიქტებს უკავშირდება. ამ კუთხით, ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება რეგიონული სოლიდარობა ერთმანეთის მიმართ, რაც უმნიშვნელოვანესია საერთო მიზნების მისაღწევად. კომუნიკაცია და მოსაზრებათა გაცვლა არის უმნიშვნელოვანესი, რათა დავეხმაროთ ერთმანეთს ამ პრობლემების აღმოფხვრაში. თითოეული ნაბიჯი, თითოეული წარმატება, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, გვსურს, გავუზიაროთ საქართველოს და ამ გზით გაცილებით უკეთეს შედეგს მივაღწევთ", - განაცხადა პაველ ფილიპმა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრის თქმით, გიორგი კვირიკაშვილთან ძალიან პროდუქტიული საუბარი შედგა.
რუსეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა სატრანსპორტო კომპანიამ შავი ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვაზე უარი თქვა
ივანიშვილის მთავრობამ განსაზღვრა ვინ მიიღებს უფასოდ სასკოლო ფორმას
საქართველოს ბანკის მობილბანკში ჩატბოტთან ხმოვანი შეტყობინების გაგზავნაა შესაძლებელი
საქართველოს ბანკის "მცირე ბიზნესის ჯაჭვში" უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
რუსეთმა სუმი დაბომბა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა
ზედიზედ მესამე თვეა, რუსი გენერლები არმიის რეკორდულ რაოდენობის „ხორცის შტურმისთვის“ იყენებენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)