|
2017-11-29 15:01:09, 1845 ნახვა
კომენტარი
ნადირაშვილი: სანამ დუმილის უფლებას იყენებთ, იმ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება, რომ ჩატაევი თავად შემოიყვანეთ საქართველოში
„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი 22 ნოემბერს თბილისში ცატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლება სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დუმილის უფლებას იყენებს, ამ პირობებში კი მომხდარის ვერსიები ვრცელდება. ნადირაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი ვერსიით, ჩატაევი საქართველოში მმართველმა ძალამ შემოიყვანა: „სანამ თქვენ დუმილის უფლებას იყენებთ, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი თქვენ თავად შემოიყვანეთ საქართველოში. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ თქვენ ერთხელ უკვე ითანამშრომლეთ ამ ადამიანთან და იმის ნაცვლად, რომ გეძებათ გზები, თუ მოგეჩვენათ ბრალდება სუსტად, რომ გაგეძლიერებინათ ეს ბრალდება, ამის ნაცვლად გირაოთი გაუშვით სასამართლოდან.შემდეგ გამოაცხადეთ, რომ ხელებიც დაგიბანიათ და ამის შემდეგ ამ ადამიანმა თურქეთის მთავრობის მტკიცებით, 45 ადამიანი შეიწირა, მაშინ, როდესაც განხორციელდა სტამბულის აეროპორტში ტერაქტი. ამიტომ ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ თქვენს განვლილ გზას, მაგალითად თქვენ ხართ ხელისუფოება, რომელმაც მუხთარლი გააქრეთ და აღმოჩნდა ციხეში, ცერცვაძის პირადი მონაცემები მიეცით რუსეთს, წითელაშვილი შეუშვით დაცულ ობიექტზე. მეორე ვერსია, რომ ოფოციალური საზღვარი არ გადაუკვეთავს, ეს ვერსიაც თქვენთვის ნამდვილად არ არის სასარგებლო. გაეროს ტერორისტების შავ სიაში შეყვანილი ადამიანი თუ ისე კვეთს საზღვარს, რომ ვერაფერს იგებთ, მთელი არსენალი შეიტანეს იმ ბინაში, ეს თქვენზე სასიკეთოდ არ მეტყველებს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანას პატრონი არ ყავს. გირჩევთ, რაც უფრო მალე შეძლებთ, ამ საკითხზე მკითხაობა დამთავრდეს, უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის“,-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 20:00 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. არსებობს ვარაუდი, რომ ლიკვიდირებულია ეთნიკურად ჩეჩენი, რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევი. ის "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურია.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)