|
2017-11-28 11:23:23, 1646 ნახვა
კომენტარი
სლოვენიის ინფრასრტრუქტურის მინისტრი: საქართველო აბრეშუმის გზის აღორძინებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მიზნით საქართველოს სლოვენიის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც სლოვენიის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ერიავეცი და სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრი პიტერ გაშპერშიჩი არიან. პიტერ გაშპერჩიჩის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობით სლოვენია ადასტურებს საკუთარ ინტერესს იყოს ახალი აბრეშუმის გზის ნაწილი. ამასთან, საგარეო უწყების ცნობით, სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს როლის ევროპა-აზიის დამაკავშირებელი გზის განვითარებასა და ზოგადად აბრეშუმის გზის იდეის აღორძინებაში. „მეორედ ვმონაწილეობ ამ მნიშვნელოვან ფორუმში. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ახალი აბრეშუმის გზის აღორძინებისა და შექმნისთვის და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის. საქართველო ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ასევე სლოვენია, რომელსაც მე წარმოვადგენ, როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი. სლოვენია გახლავთ ევროპაში შესასვლელი მნიშვნელოვანი წერტილი ამიტომაც ვმონაწილეობთ ამ ფორუმში, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ სლოვენიის ინტერესი ვიყოთ ახალი აბრეშუმის გზის ნაწილი", - განაცხადა სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა. აბრეშუმის გზის ფორუმი თბილისში 28 ნოემბერს გაიხსნება. მაღალი დონის საერთაშორისო ღონისძიებას 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატი ესწრება.
პოლონეთის პროკურატურამ საკონსტიტუციო ტრიბუნალის მოსამართლეებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ზელენსკის ყოფილ პრესმდივანს ღალატში ბრალი წაუყენეს
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)