|
2017-11-28 10:27:21, 1616 ნახვა
კომენტარი
ჭირაქაძე: იმედი მაქვს, „აბრეშუმის გზის“ ფორუმს ქართულ ეკონომიკაში რეალური შედეგები ექნება
„მე ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდეს კავკასიაში ინვსტიციების მოზიდვის ცენტრი“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „დღევანდელი ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ საქართველოში მეტი ინვესტიცია შემოვიდეს. რამდენიმე წლის წინ ჩატარებულმა ფორუმმა კარგი შედეგი შემოიტანა ინვესტიციისთვის. მე ველოდები, რომ წლევანდელი ფორუმი უზრუნველყოფს, რომ საქართველო გახდეს კავკასიაში ინვსტიციების მოზიდვის ცენტრი. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესმენები, ინვესტორები დაინტერესდნენ დღევანდელი ფორუმით. დიდი შეხვედრები აქვთ ჩვენ ბიზნესმენებს თავის უცხოელ კოლეგებთან. წარმატებებს ვუსურვებ ყველას. მთავარია ეს აისახოს მომავალში ეკონომიკურ ზრდაში, მეტ სამუშაო ადგილში. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმედი მაქვს, რომ ფორუმს ქართულ ეკონომიკაში რეალური შედეგები ექნება“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. ცნობისთვის, თბილისში დღეს „აბრეშუმის გზის ფორუმი“ გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)