|
2017-11-27 19:42:31, 1838 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი: გარწმუნებთ, არანაირი 2 ადამიანი არ გაქცეულა
"გარწმუნებთ, რომ არანაირი 2 ადამიანი არ გაქცეულა. ეს არის ტყუილი“,-ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას, ორი პირი გაიქცა. "ეს არის ძალიან სახიფათო ქცევა. ეს ავნებს არა პოლიტიკურად ვინმეს, არამედ ქვეყანას, ამიტომ თავი შეიკავეთ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, მითუმეტეს, საზოგადოებაში ხდება ამის გამო გარკვეული შიშის დათესვა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა და დასძინა, რომ ყველა კითხვას თავის დროზე პასუხი გაეცემა: „გარწმუნებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ გაურბის არანაირ კითხვას, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა, ამ პროცესში იქნება პარლამენტი ჩართული. ყველაფერს თავისი დრო სჭირდება. ცხადია, მხოლოდ ეჭვებსა და ვარაუდებზე გამოძიება ვერ ისაუბრებს", - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)