16:19 - 03 Nov, 2026
|
2017-11-27 13:29:36, 1860 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: წულუკიანი უნდა მოვიდეს პარლამენტში და პასუხი გასცეს, როგორ მოხდა აჰმედ ჩატაევის ციხიდან გაშვება
"ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, აჰმედ ჩატაევთან დაკავშირებით პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა მივიდეს. როგორც ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუმარტა, მინისტრმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ როგორ მოხდა აჰმედ ჩატაევის გათავისუფლება ციხიდან. "ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო არა სისხლის სამართლებრივად დადგენილი წესებით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით და მაშინ გადაწყვიტეს, რომ ჩატაევი გაეშვათ. არვიცი ვის ჯინაზე, მაგრამ ჯინაზე ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მოვიდეს პარლამენტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პასუხი გასცეს, თუ როგორ მოხდა მაშინ, ამ ძალიან საშიში დამნაშავის გაშვება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)